logo_geo
მიხეილ ბატიაშვილი: დიახ, ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება ამგვარ საჩივარზე, ეს ჩვენი მოვალეობაა
- +

7 თებერვალი. 2019. 22:51

 

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, დეტალურად ისაუბრა თუ რა გახდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის შემოწმების მიზეზი.

 

„ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის შესახებ განცხადება სამინისტროში 2018 წლის 8 ნოემბერს შემოვიდა. განცხადებაში მითითებული იყო ინფორმაცია სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, კომერციული საქმიანობის და სხვა კანონებისა და წესების მძიმე დარღვევის ფაქტების, ასევე, სახელმწიფო ქონების განკარგვის შესახებ, კერძოდ კი - თითქოს იჯარის და ქირის შემოსავლის მიღება უნდოდა ადმინისტრაციას. აღნიშნულს და განცხადებაში მითითებული სხვა ინფორმაციის დროულად გადამოწმებისათვის, იმავე დღეს გამოიცა ბრძანება - ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირების შესახებ მეორე სამუშაო დღიდან -  2018 წლის 9 ნოემბრიდან 2018 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით;

 

უნდა გადაგვემოწმებინა თუ არა, ამას გვეკითხებიან, დიახ, ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება ამგვარ საჩივარზე, ეს ჩვენი მოვალეობაა“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი