logo_geo
გეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი...
- +

8 თებერვალი. 2019. 02:50

 

„ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი“, – ამის შესახებ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

 

„ყველაფერი დეტალურად გავიარეთ. შევჯერდით იმაზე, რომ ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ. დაველოდოთ პრეზიდიუმის სხდომას. რა თქმა უნდა, ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი. ამ ყველაფერს ჰქონდა ძალიან ბევრი გამოხმაურება. სპორტსმენმა უნდა გააგრძელოს ვარჯიში. ლიცენზიების მოპოვების წელია და ეს რა თქმა უნდა, აისახება ფედერაციაზე. უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება მეტი ლიცენზია მოვიპოვოთ, რომ მეტი ადამიანი მოხვდეს ოლიმპიადაზე. უნდა მოვრჩეთ კინკლაობას“, - განაცხადა გეგეშიძემ.

 

კითხვაზე, განიხილავს თუ არა თანამდებობის დატოვების საკითხს, გეგეშიძემ განაცხადა, რომ ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა და მოჭიდავეები განიხილავენ ყველა საკითხს, მათ ორის მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის დისკვალიფიკაციის საკითხსაც.

 

„იქ გადაწყდება, ვინ დარჩება და ვინ არა“, - განაცხადა გეგეშიძემ.

 

მისი თქმით, დათუნაშვილთან ამ დღეების განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონია.

 

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი