logo_geo
საქართველოში ამინდი გაუარესდა
- +

9 თებერვალი. 2019. 11:44

 

 

დღეს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

 

10-11 თებერვალს შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

 

თბილისში დღეს შედარებით ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსამდე დაიკლებს. 10-11 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა. ტემპერატურა +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი