logo_geo
კომპანია „Vitol“-ს ექსპორტზე თურქმენული ნავთობი აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფი გემებით გააქვს
- +

9 თებერვალი. 2019. 15:49

 

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობტრეიდერი – კომპანია „Vitol“ი, მოგების მისაღებად, მზად არის, დაიქირავოს გემები, რომლებზეც აშშ-ის სანქციებია დაწესებული, იმის გამო, რომ ისინი ნავთობპროდუქტებს სირიასა და ყირიმში ყიდიან.

 

როგორც „Report“-სთვის გახდა ცნობილი, „Vitol“-მა ნავთობის ექსპორტზე კონტრაქტი კომპანია „ENOC“-თან („Emirates National Oil Company“)გააფორმა, იმ ნავთობმომპოვებელი ადგილიდან, რომელსაც კასპიის ზღვის თურქმენულ შელფზე​ „ENOC“-ის შვილობილი კომპანია – „Dragon Oil“ ამუშავებს.

 

თავდაპირველად ნავთობის გატანა იმ გემებზე იგეგმებოდა, რომლებიც რუსულ კომპანია „ვფ ტანკერს“ და თურქმენულ საზღვაო სახომალდოს ეკუთვნის, თუმცაღა, დროთა განმავლობაში, კომპანია „Vitol“-მა გადაწყვიტა, გაეიაფებინა საზღვაო ტრანსპორტირება და ტანკერები „Mekhanik Voronkov“ ( IMO 886719, 1971 წლის გამოშვების ) და „Grigoriy Bugrov“ ( IMO 8848628, 1974 წლის გამოშვების) დაიქირავა. გემი „Mekhanik Voronkov“ თურქმენეთის პორტ ალაჯაში, ნავთობის ჩასატვირთად, უკვე მიემართება​.

 

იმის გარდა, რომ ამ გემებს უკვე შეუსრულდათ 45 წელზე მეტი და კასპიის ზღვის ეკოლოგიისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენენ, მათი მფლობელი და ოპერატორი არის კომპანია „Trans-flot JSC, Samara“, რომელიც „OFAC“-ის („Office of Foreign Assets Control“) სირიასა და ყირიმში ნავთობ პროდუქტების შეტანის ორგანიზებისთვის, სანქციაში მოხვედრილთა სიაშია. ამას გარდა, კომპანია „Vitol“ მოლაპარაკებებს ორი დამატებითი ხომალდის დაქირავების შესახებაც აწარმოებს, რომლებიც ასევე აშშ-ის სანქციების ქვეშ არიან მოხვედრილი. ესენია „Stallingrad“ ( IMO 9690212) და „Marshall Tukhachevsky“ (IMO 9035541) . გასაკვირია, რომ კომპანია „Vitol“, რომელიც მრავალმილიარდიან ოპერაციებს აწარმოებს აშშ-ში და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე სერიოზული ბიზნესი აქვს, მზად არის, აშშ-ის სანქციების ქვეშ მოხვედრის რისკზე მოკლევადიანი მოგების გამო წავიდეს.

 

 

 

 

big_banner
არქივი