logo_geo
ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ლიეჟში - შეხვედრაზე დამსწრე ადამიანებს შენობაში არ უშვებენ (ვიდეო)
- +

10 თებერვალი. 2019. 21:22

 

 

ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ქალაქ ლიეჟში, “კონგრესის სასახლეში”, სადაც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ემიგრანტების შეხვედრა იმართება.

 

 შეხვედრაზე დამსწრე ადამიანების ნაწილს, შენობაში შესვლის საშუალებას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არ აძლევენ, რასაც რამდენიმე ინციდენტი მოჰყვა. როგორც მიხეილ სააკაშვილისა და პროექტის ოფიციალურ გვერდებზე წერია, ქალაქ ლიეჟში შეკრებილები ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებაზე იმსჯელებენ.

 

 მიხეილ სააკაშვილის ღონისძიება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

შეკრებისთვის ბელგიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოდანაც ჩავიდნენ. შეკრების ორგანიზატორები არიან გიორგი სიგუა და მოძრაობა „ერთად სახლში“.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი