logo_geo
მაღაზია, სადაც ეროვნული მუზეუმიდან მოპარული არტეფაქტი გასაყიდად გამოიტანეს
- +

11 თებერვალი. 2019. 14:17

 

 

დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია გავრცელებულმა ინფორმაციამ 2011 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან მოპარული არტეფაქტის საფრანგეთში გაყიდვის შესახებ. ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე აქვეყნებს იმ მაღაზიის ფოტოს, სადაც გამოტანილი იყო ქართული საგანძური და წერს:

 

„ფაქტია, რომ  ფრანგულ ვებ-გვერდზე ყოფილა ნამდვილად განთავსებული და მითითებულია ამ განცხადების დამდების სახელი და გვარი, ასევე  ფრანგული მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც ამ წუთში გამორთულია, სიმ-ბარათი არაა გაუქმებული, რადგან გადის ზარი და ავტომოპასუხე ამბობს,  რომ აბონენტი ამ წუთისთვის მიუწვდომელია… მითითებული მისამართიც ნამდვილად არსებობს - პარიზში ანტიკვარიატის მაღაზიაა. როგორც მივხვდი Quai Voltaire-ზე მდებარე ანტიკვარიატის მაღაზია ყიდდა ფრანგულ ანტიკვარიატის ყიდვა-გაყიდვების ვებ გვერდზე“, - წერს ფოფხაძე.

 

 

შეგახსენებთ facebook-ში გავრცელებულ შემაშფოთებელ ინფორმაციას:

 

„სოსო თოფურიძემ, მისი ცოლის მეშვეობით, გაყიდა ეროვნული მუზეუმიდან გატანილი ეროვნული საგანძური. თანხა სრულად მოხმარდება ბელგიაში სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრა-ორგანიზებას ! ! ! 2011 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან მოპარული არტეფაქტი, ცინიკურად და თავხედურად საფრანგეთში გაყიდეს! გუშინწინ შემთხვევით წავაწყდი ამ განცხადებას ფრანგულ საიტზე, სადაც ყიდიან ხელოვნების ნიმუშებს და ანტიკვარიატს, ეს არის 2011 წელს საქართველოდან გამქრალი, ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ოქროს ყელსაბამის ფრაგმენტი. ყელსაბამი თარიღდება ქრ. შობამდე მე-5 საუკუნით!!! ეს არის უნიკალური ქმნილება და ნიმუში ქართული კულტურისა. მაშინ როდესაც 2011 წელს პატიოსანმა ხალხმა, ვისაც არ შეეშინდა, განგაშის ზარების რეკვა დაიწყო და გამოიტანა ინფორმაცია, რომ სამკაულს აკლდა 12 ცალი კუს გამოსახულებიანი ფიგურა, ამ ფაქტს არავინ ყურადღება არ მიაქცია. იყო მუქარის ზარები მაშინდელი მესვეურებიდან, რომელთა სახელების დასახელებას მოვერიდები სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე! მივმართავ კულტურის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – ჩვენს თვალწინ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა გაყიდეს! ეს არის დანაშაული და კრიმინალი, რომელიც უნდა გამოიძიოთ! ჩემმა შვილმა დარეკა მითითებულ ნომერზე და გვითხრეს, რომ კერძო პირის განცხადება იყო, ვინმე ლელა თოფურიძის სახელზე და რომ ნივთი გაიყიდა და არ აქვთ უფლება, გვითხრან, ვინ არის მფლობელი, არც ამ თოფურიძის ნომერს გვაძლევენ! მოგმართავთ საზოგადოებას, 2011 წელს ამას უბრალო ხალხი ვერ გააქრობდა, აქ მაშინდელი ჩინოვნიკების ინტერესები იყო და იგი სახელდახელოდ გააქრეს ქვეყნიდან. ახლა, ეტყობა, რომელიმე მაშინდელ ჩინოვნიკს ფული დასჭირდა და ესე ცინიკურად ყიდის ჩვენს საგანძურს. ვინმემ თუ იცით, ვინ არის ეს ლელა თოფურიძე, ვის შეიძლება დავუკავშირდეთ, როგორ მივმართოთ ან სამინისტროებს, ან საელჩოებს? გთხოვთ, გამომეხმაურეთ. განცხადებაც წაშალეს და ყველა კვალი დაიკარგა!“ – წერს facebook-მომხმარებელი მანჩო მენაბდე და დამადასტურებელ ფოტოს აქვეყნებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი