logo_geo
გადაცემა „რა? სად? როდის?“ „1 არხის“ ეთერში მაისიდან გავა
- +

11 თებერვალი. 2019. 16:46

„პირველ არხის ეთერში 2019 წლის მაისიდან გადაცემა „რა? სად? როდის?“ დაიწყება“, - ამის შესახებ გადაცემის წამყვანმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი მოსიძემ განაცხადა.

 

გადაცემა, რომლის ქართული ვერსიის დებიუტიც 1996 წელს „პირველი არხის“ ეთერში შედგა, წლების განმავლობაში „რუსთავი 2“-ზე გადიოდა, თუმცა ახლა, ისევ „პირველ არხს“ უბრუნდება.

 

გიორგი მოსიძე ასევე აცხადებს, რომ გადაცემაში მოაზროვნეთა გუნდები ძველი და ასევე ახალი სახეებითაც დაბრუნდებიან.

 

პირველი არხის“ ეთერში 2019 წლის მაისიდან გადაცემა „რა? სად? როდის?“ დაიწყება. ძველი და ახალი თაობის მოაზროვნეებისაგან შემდგარი გუნდები ჩაერთვებიან  შერკინებაში“, - განაცხადა გიორგი მოსიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი