logo_geo
მოსწავლის ცოდნა, შესაძლოა, მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდით შეფასდეს
- +

11 თებერვალი. 2019. 18:33

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განცხადებით, მოსწავლის ცოდნა, შესაძლოა, მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდით შეფასდეს.

 

როგორც გორგოძემ აღნიშნა, უნდა არსებობდეს არა მაღალი რისკის გამოცდა, არამედ, დაბალი რისკის გამოცდა, რომელიც ბავშვის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

 

მაგალითად, გორგოძემ მე-10 კლასში გამოცდის საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოცდა არ უნდა იყოს ორიენტირებული მოსწავლის კლასში ჩატოვებაზე, არამედ მან ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლის განვითარებას. რაც შეეხება მე-6 კლასში გამოცდების ჩატარების საჭიროებას, გორგოძის თქმით, მაგალითად, მე-6 კლასში უნდა შემოწმდეს, იცის თუ არა მოსწავლემ წერა-კითხვა.

 

გორგოძის თქმით, გამოცდები ცენტრალიზებულად ჩატარდება და სკოლას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.

 

„დაბალ საფეხურებზე უნდა ჩამოვიტანოთ გამოცდა და მე-10 კლასში გაცილებით მეტად უნდა გამოვცადოთ მოსწავლე, ვიდრე უნარების ტესტში მათემატიკა გამოიცდებოდა. მე-10 კლასში აუცილებლად იქნება გამოცდა“, - განაცხადა გორგოძემ.

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე განათლების ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით მართავს.

 

 

 

big_banner
არქივი