logo_geo
თვითმხილველები თბილისში ახალგაზრდა ქალის დაჭრის შესახებ საუბრობენ
- +

11 თებერვალი. 2019. 18:45

 

თვითმხილველები თბილისში ახალგაზრდა ქალის დაჭრის შესახებ საუბრობენ. თვითმხილველების ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლები არ არის და მხოლოდ საწყობებია.

 

ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარება დაახლოებით 10 წუთში მივიდა, მამაკაცი კი გაიქცა.

 

„კივილი რომ გავიგონეთ, გავიქეცით და დავინახეთ, რომ ასეთი სიტუაცია იყო“, - აღნიშნავს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგურის მეთვალყურე.

 

შემთხვევა ხოშარაულის ქუჩაზე მოხდა. ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ, ყოფილმა მეუღლემ დაჭრა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 3-დამ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი