logo_geo
8-17 ივლისს ხელოვნების XXVIII საერთაშორისო ფესტივალი „სლავური ბაზარი ვიტებსკში“ ჩატარდება
- +

13 თებერვალი. 2019. 12:51

 

 

18-დან 30 წლამდე ასაკის თანამედროვე სიმღერის შემსრულებელთა საყურადღებოდ!

 

წელს, 8-17 ივლისს ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ ვიტებსკში ჩატარდება ხელოვნების XXVIII საერთაშორისო ფესტივალი „სლავური ბაზარი ვიტებსკში“ („СЛАВЯНСКИЙ БАЗАР В ВИТЕБСКЕ“).

 

მსოფლიოში სახელგანთქმული ფესტივალის მრავალფეროვან პროგრამაშია აგრეთვე ესტრადის ახალგაზრდა შემსრულებელთა XXVIII საერთაშორისო კონკურსი „ვიტებსკი-2019“.

 

ყოველწლიურად კონკურსში მონაწილეობს 20-22 ქვეყნის კონკურსანტი.

 

საქართველოს წარმომადგენლები წარმატებით გამოდიან კონკურსზე. ლაურეატის წოდება სხვადასხვა დროს მიენიჭათ თეონა კონტრიძეს, თეიმურაზ ბოჯგუას, მაია ყარყარაშვილს, ნატო მეტონიძეს, თამარ გაჩეჩილაძეს, ლაშა რამიშვილს, ნოდიკო ტატიშვილს, აჩიკო ნიჟარაძეს, სოფო სააკაშვილს, ანდრია გველესიანს...

 

წელს კონკურსი ჩატარდება 2 ტურად:

 

  • პირველ ტურში კონკურსანტი შეასრულებს სლავური ქვეყნის კომპოზიტორის პოპულარულ სიმღერას;
  • მეორე ტურში კი სავალდებულოა მსოფლიო ჰიტის შესრულება.

კონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებულია შემდეგი ფულადი პრემიები:

  • გრან-პრი - 20 000 აშშ დოლარი;
  • პირველი პრემია - 15 000 აშშ დოლარი;
  • მეორე პრემია - 10 000 აშშ დოლარი;
  • მესამე პრემია - 5 000 აშშ დოლარი.

 

გარდა ამისა, გაიცემა სპეციალური პრიზები, დიპლომები.

 

„კონკურსის დებულებით, ყველა ქვეყანაში კონკურსის მონაწილეს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური სპეციალურად გამართულ შესარჩევ  ტურში, სადაც ყველა მონაწილემ ცოცხლად (მინუს ფონოგრამის თანხლებით) უნდა შეასრულოს ორი სიმღერა - მსოფლიო ჰიტი, მეორე კი მისი სურვილის გათვალისწინებით.

 

წელს ასეთი შესარჩევი ტური გაიმართება 2 მარტს ქ. ბათუმში.

 

აქვე, მინდა, თანადგომისათვის დიდი მადლობა გადავუხადო ქ. ბათუმის მერიას. განსაკუთრებული მადლობა მერს ბატონ ლაშა კომახიძეს და მერის მოადგილეს ქალბატონ სოფო ხალვაშს.

 

ჩემი ტელეფონია 599515104, ელ. ფოსტა manana53@gmail.com

 

გისურვებთ წარმატებებს!“ - განაცხადა საქართველოს წარმომადგენელმა ფესტივალზე, პროდიუსერმა მანანა სეფიაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი