logo_geo
ქურდობა გურიაში: სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩნენ
- +

15 თებერვალი. 2019. 18:33

 

 

როგორც „გურიის მოამბისთვის“ ხდება ცნობილი, ქურდობა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში. ქორწილის დღეს მასპინძელი ოჯახი ისე გაქურდეს, რომ რესტორნიდან უკან დაბრუნებულ სიძე-პატარძალს არც საწოლი დახვდათ და არც ქვეშაგები.

 

შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.

 

მამათელმა ახალგაზრდა კაცმა ცოლად ძიმითელი ქალი ითხოვა და ფაქტობრივად ორი სოფელი ლანჩხუთში, ერთ-ერთ რესტორანში ქეიფობდა.

 

ლხინის სუფრიდან უკან დაბრუნებულებს სიძის ოჯახი ისე დახვდათ გაქურდული, რომ სახლში ვეღარც ჩანგალი იპოვეს, ვერც ალუმინის თასები და ვერც საწოლი.

 

მომხდარის შესახებ „გურიის მოამბეს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა: „მე სიძის მეზობლად ვცხოვრობ. ქორწილი რომ დამთავრდა, ქვაბებით წამოვიღეთ რესტორნიდან საჭმელები, როგორც ხდება ხოლმე. დატრიალდა ოჯახი სუფრის სახლში გასაწყობად და სადაა ან ჩანგალი, ან თეფში, არ რამე. სიძე-პატარძლის საწოლი და ქვეშაგებიც კი მოპარული იყო. დაცარიელებული დაგხვდა სახლი. სიძე იძახდა,- სად დავწვე ახლა მეო?! მეზობლები დავტრიალდით მერე, ზოგმა საბანი მოვუტანეთ, ზოგმა ლეიბი და თეფში“, -გვიყვება მეზობელი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი