logo_geo
გია აბაშიძე: ეს იყო პირველი სიღრმისეული კვლევა ჩვენს ქვეყანაში - სასამართლო რეფორმების შეფასების მიმართულებით
- +

15 თებერვალი. 2019. 20:32

 

 

"პირველ ყოვლისა, უმთავრესია, რომ ეს კვლევა ავტორიტეტულმა და გამოცდილმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატარა. ეს იყო პირველი სიღრმისეული კვლევა ჩვენს ქვეყანაში - სასამართლო რეფორმების შეფასების მიმართულებით”,- განაცხადა ექსპერტმა გია აბაშიძემ.

ექსპერტი გია აბაშიძე, სასამართლო რეფორმების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს აფასებს.

 

ასევე, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ არსებული ხელისუფლება არ შეუშინდა, გაესინჯა თავისი მაჯის ცემა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კვლევა ჩატარდა იქამდე, ვიდრე დაიწყებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების თემაზე დისკუსია. ანუ, ჩატარდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჯერ კიდევ პოსტ საარჩევნო პერიოდი იყო. შედეგებმა აჩვენა, რომ საზოგადოების აღქმა სასამართლო სისტემაზე, მართლმსაჯულებაზე, საკმაოდ პოზიტიურია და შეესაბამება ევროპული ქვეყნის მაჩვენებელს, რაც ძალიან კარგია.

 თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ არსებობს ხარვეზები და ამ ხარვეზებს გამოსწორება უნდა. მაგალითად, ამ კვლევამ დამანახა, რომ ხალხი ხარვეზად ხედავს იმას, რომ სასამართლო არის ნელი და ძვირი. ვფიქრობ მიზანშეწონილი იქნება, რომ ბევრი სასამართლო დავა გადავიდეს მედიაციის სფეროში.

რაც შეეხება სიძვირეს (საადვოკატო მომსახურება, ბაჟი, და ა.შ.) - ხელისუფლება მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიაზე უფასო იურიდიულ მომსახურებას იძლევა, მაგრამ უკეთესი იქნება, რომ მეტი გააკეთოს უფასო იურიდიული დახმარების სახით სოციალურად შეჭირვებული ფენებისათვის და, ასევე, არასამთავრობო სექტორიც ჩაერთოს იმ მხრივ, რომ მოქალაქეებს უფასო იურიდიული დახმარება შესთავაზოს არა მხოლოდ პოლიტიზირებულ საქმეებთან დაკავშირებით, არამედ - სხვა მიმართულებებითაც",- განაცხადა გია აბაშიძემ.

 

 

big_banner
არქივი