logo_geo
ემზარ კვიციანი: ერთმა დედამ მომწერა, რომ მისი შვილი 4 წელია, შეყვარებულია და უსახსრობის გამო, ცოლი ვერ მოჰყავსო
- +

15 თებერვალი. 2019. 21:12

 

 

დეპუტატმა ემზარ კვიციანმა საკუთარი ინიციატივის გამოხმაურებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ინიციატივას დაოჯახების მსურველი ადამიანებიც გამოეხმაურნენ და ევროპაში მცხოვრები ემიგრანტებიც, რომლებიც მზად არიან, ამ საქმეში. ჩაერთონ.


“ახალქალაქიდან 30 ადამიანის სია გამომიგზავნეს, რომელთაც დაოჯახება სურთ და ამის საშუალება არ აქვთ. ასევე, ერთმა დედამ მომწერა, რომ მისი შვილი 4 წელია, შეყვარებულია და, უსახსრობის გამო, ცოლი ვერ მოჰყავსო. რეზო ჟილინისგან მაქვს გამოხმაურება, რომელიც ევროპაში მანქანაზე მუშაობს – მძღოლია. მან მომწერა, რომ საკუთარი ხელფასიდან, ყოველთვიურად, 100 ევროს ამ ფონდში ჩარიცხავს“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი