logo_geo
მეტროსადგურ „რუსთაველს“ „ვეფხვები“ დაუბრუნდნენ
- +

16 თებერვალი. 2019. 16:36

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი სანდრო თარგამაძე, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, მ/ს „რუსთაველში“ სკამების განთავსების შესახებ პოსტს აქვეყნებს. როგორც მომხმარებელმა აღნიშნა, თავისი ინიციატივითა და კოლაბორაციის შედეგად, სკამების აღდგენა და მეტროში დაბრუნება შეძლეს.

 

„მოკლედ, კარგი ამბების დროა. ჩემს „ვოლზე“ იშვიათი რუბრიკაა, ამიტომაც განსაკუთრებული სიხარულით ვწერ.

 

მ/ს „რუსთაველს“ რამდენიმეწლიანი გახიზვნის შემდგომ „ვეფხვები“ დაუბრუნდნენ, უფრო სწორად სკამები, ვეფხვის ფორმის ძირებით. ბოლო 3-4 წელია საწყობში ინახებოდა ეს სკამები და რამდენიმე ხნის წინ ჩემი ინიციატივით და ფანტასტიური კოლაბორაციის შედეგად მეტროს სხვა სამსახურებთან ერთად, შევძელით მათი აღდგენა. სამწუხაროდ, ამ მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც ისინი იდგნენ „რუსთაველის“ სადგურზე, მათი იარსახე შეილახა, ჭუჭყით, მცირე დაზიანებებით და სხვა, მაგრამ ჩვენი თანამშრომლების მარჯვე ხელებითა და ცოდნით, შევძელით მათი აღდგენა პირვანდელ მდგომარეობამდე, თანაც ისე, რომ ხის ელემენტებიც კი არ გამოვცვალეთ და ისევ ის ძველი მუხის ელემენტებია, რაც უწინ იყო.

 

ახლა კი სხვა კარგი ამბის დროა, მ/ს „ავლაბარში“, ალბათ, იხილავდით უცნაური ფორმის სანათებს, ჰოდა, თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, „ავლაბარში“, მეტროს ესკალატორზე, გვექნება ასეთივე სადა და ლამაზი ფორმის სანათები, როგორც ძველად იყო განლაგებული“, - წერს სანდრო თარგამაძე.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი