logo_geo
ისანში CO-თი ინტოქსიკაცია ღია კამერიანმა აკრძალულმა წყალგამაცხელებელმა გამოიწვია
- +

17 თებერვალი. 2019. 14:01

 

 

დღეს, 17 თებერვალს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე ისნის რაიონიდან შეტყობინება შევიდა - ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრები ქალი შეუძლოდ გახდა. კომპანიის ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა ბინის შემოწმებისას აბაზანაში კუსტარულად დამონტაჟებული ღია წვის კამერიანი აკრძალული წყალგამაცხელებელი  აღმოაჩინეს. ბინაში მცხოვრები ქალბატონი აბაზანაში ყოფნისას, სავარაუდოდ, CO-თი  მოიწამლა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა სახიფათო  ღია კამერიანი წყალგამაცხელებელი გაზის ქსელიდან ჩახსნეს და მეპატრონე კატეგორიულად გააფრთხილეს, რომ აღნიშნული წყლის გამაცხელებლის მოხმარება სიცოცხლისთვის საშიშია.  

 

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაფრთხილებთ, ნუ გარისკავთ საკუთარი ან სხვისი სიცოცხლით. უარი თქვით ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებლებისა და გაზგამათბობლების მოხმარებაზე. ასევე, სიფრთხილე გამოიჩინეთ ქარიან ამინდში გაზის დანადგარებთან“, - ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი