logo_geo
კიბოს განკურნება 100%-იანი შედეგით - სენსაციური ცდა სტენფორდის უნივერსიტეტში
- +

18 თებერვალი. 2019. 16:40

 

 

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, რონალდ ლევის, კვლევების შესახებ ცნობები ერთი წლის წინ გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ თაგვებზე ჩატარებული ცდებისას მისმა ვაქცინამ, თითქმის 100%-იანი შედეგი გამოიღო და სიმსივნისგან ყველა, 90 თაგვიდან 90-ვე სრულიად განიკურნა.

 

რონალდ ლევი მრავალი სამეცნიერო ჯილდოს მფლობელია. მთელი ცხოვრებაა, იმუნური სისტემის სიმსივნეს, ლიმფომას იკვლევს. მისმა შრომებმა ონკოლოგიაში ახალ მიმართულებას ჩაუყარა საფუძველი და მათზე დაყრდნობით, ანტისხეულები სიმსივნის სამკურნალოდ უკვე წარმატებით გამოიყენება.

 

პროფესორმა ლევიმ პოსტ სკრიპტუმის გადამღებ ჯგუფს ლაბორატორია თავად დაათვალიერებინა. 

 

პროფესორი განმარტავს, რომ იმუნურ სისტემას სიმსივნესთან ბრძოლას აიძულებენ. ამას ბევრი მეცნიერი ცდილობს, ლევის ლაბორატორიაში პირდაპირ სიმსივნეში შეჰყავთ ისეთი მოლეკულები, რომლებიც იმუნური სისტემის პროვოცირებას სიმსივნეშივე იწყებს.

 

„თუ მეთოდი ადამიანებზეც გაამართლებს, ყველაფერი უფრო გაადვილდება და შეიქმნება უნივერსალური ვაქცინა, რომელსაც ნებისმიერი ტიპის სიმსივნის მქონე პაციენტს გაუკეთებთ“, - აცხადებს რონალდ ლევი.

 

ექიმი ლევის თქმით, მსგავს კვლევებზე მრავალი მეცნიერი მუშაობს. მის ლაბორატორიაშიც ბევრი სხვადასხვა კვლევა ტარდება, მაგრამ ამ აღმოჩენის უნიკალურობა იმუნიტეტის მასტიმულირებელი ორი პრეპარატის, ორი იმუნოაგენტის კომბინაციაა.

 

შემდეგი ვაქცინის ადამიანებზე გამოცდაა. ექიმი ლევი ბოლო მოხალისე-პაციენტებს აგროვებს. მათ წამალს სიმსივნეში სათითაოდ შეუყვანენ და დააკვირდებიან.

 

ლევისთან ამ კვლევაში ჩართვის სურვილს ათასობით ადამიანი გამოთქვამდა, მაგრამ ეს ურთულესია, რადგან მას შერჩევის სპეციფიკური კრიტერიუმები აქვს. პაციენტი აუცილებლად ბე-უჯრედოვანი არაჰოჯკინის ლიმფომით (ლიმფური ქსოვილის ავთვისებიანი სიმსივნეების ჰეტეროგენული ჯგუფი) უნდა იყოს დაავადებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი