logo_geo
გაგარინის ქუჩაზე ერთმანეთს ხუთი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
- +

20 თებერვალი. 2019. 11:36

 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში. გაგარინის ქუჩაზე ერთმანეთს ხუთი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ მოყინული გზა გახდა. ერთ-ერთმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი სხვა ავტომობილებს.

 

ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მსუბუქად დაშავდა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი, თუმცა ქალის ჰოსპიტალიზება საჭირო არ გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ამ დროისთვის გაგარინის აღმართზე მოძრაობა აღდგენილი და თავისუფალია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ყველა სამართალდამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციული ჯარიმით დაჯარიმდება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი