logo_geo
აჭარაში ყოველწლიურად ტუბერკულოზის 200-მდე ახალი შემთხვევა ვლინდება
- +

20 თებერვალი. 2019. 16:10

 

ტუბერკულოზით დაავადებულთა რაოდენობის მიხედვით აჭარა საქართველოს მასშტაბით პირველ სამეულშია. ყოველწლიურად აჭარაში, საშუალოდ, 200-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, საერთო მაჩვენებელში მეტი წილი, ე.წ. წამალგამძლე, ანუ რეზისტენტულ ტუბერკულოზზე მოდის.

 

ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა, რომელიც ფილტვის ფორმით დაავადებული ბაცილგამომყოფი პირის მიერ საუბრის, ხველის, ცემინების დროს ვრცელდება.

 

დაავადების განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი თამბაქოსა და ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარებაა. ტუბერკულოზით დაავადებულებს უნდა ახსოვდეთ, რომ ტუბერკულოზი იკურნება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი