logo_geo
ვერცხლის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
- +

20 თებერვალი. 2019. 16:13

 

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის განცხადებით, ვერცხლის ქუჩაზე დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მართვით სუნთქვაზეა.

 

„გუშინ შემოიყვანეს 42 წლის მამაკაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული მრავლობითი ჭრილობები. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არის საშუალოზე მძიმე, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. შემოყვანისთანავე ჩაუტარდა პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარება, შემდგომ - ოპერაცია. დაზიანებული იყო შინაგანი ორგანოები, ჭრილობები ძირითადად მუცლის ღრუშია. მამაკაცი ჯერჯერობით მართვით სუნთქვაზეა, ჰემოდინამიკა კი სტაბილურია. ვნახოთ, 1-2 დღის შემდეგ როგორი მდგომარეობა იქნება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ დევი ტაბიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე სროლისას, რომელსაც გუშინ ზვიად ჯაფარიძის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთი მამაკაცი დაიჭრა.

 

საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი