logo_geo
საატესტატო გამოცდების გაუქმების შემდეგ მე-6 და მე-10 კლასებში ეროვნული შეფასება ჩატარდება
- +

20 თებერვალი. 2019. 17:45

 

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძის განცხადებით, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შემდეგ, აქცენტი მე-6 და მე-10 კლასელების ეროვნულ შეფასებაზე გაკეთდება.

 

აბულაძე რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებზე საუბრისას ამბობს, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შემდეგ, აქცენტი მე-6 და მე-10 კლასელების ეროვნულ შეფასებაზე გაკეთდება.

 

„გამოცდების მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ სხვა შეფასების საფეხურები არ იქნება. ჩვენ ვამბობთ, რომ ადრეულ ასაკში უნდა გავიგოთ, ვის რა უჭირს. დაწყებითი საფეხური სრულდება მე-6 კლასში და არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი ტრანზიციისთვის, მოსწავლე გადადის საბაზო საფეხურზე, სადაც უკვე ძალიან კომპლექსური სწავლება შემოდის. აი აქ უნდა ჩატარდეს ეროვნული შეფასება, მე-6 კლასში და ასევე მე-10 კლასში, რომელიც არის ასევე გარდამტეხი ეტაპი საბაზოდან საშუალო საფეხურზე გადასასვლელად. მოსწავლემ მე-10 კლასშივე უნდა იცოდეს თავისი აკადემიური შესაძლებლობები და უნდა მიიღოს გაცნობიერებული გადაწყვეტილება - კოლეჯში უნდა წასვლა თუ უნივერსიტეტში, რომელი მიმართულება უფრო აინტერესებს. მნიშვნელოვანია, რომ მე-10 კლასის შეფასება დაინერგება და პილოტირებას გაივლის წელსვე, რომელსაც ამ ეტაპზე ნამდვილად არ ექნება ჩაჭრა-არჩაჭრის ელემენტი. ეს იქნება  ჩვეულებრივი შეფასება, რომელიც სადიაგნოსტიკო იქნება“, – აცხადებს ირინა აბულაძე.

 

მისივე განმარტებით, 2020 წელს დამამთავრებელი კლასებისთვის ახალი სასწავლო პროგრამა შედგება, რომელიც აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლებისთვის მოამზადებს.

 

„რაც შეეხება მე-11 და მე-12 კლასებს, არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი აკადემიური მომზადების. უნივერსიტეტები დღეს ამბობენ, რომ წლიდან წლამდე უარესდება სტუდენტთა კონტინგენტი, წერა არ იციან, კითხვა არ იციან, აკადემიურად მზად არ არიან უნივერსიტეტისთვის. ზუსტად ეს უნდა უზრუნველყოს სკოლამ ბოლო კლასში. ახალი პროგრამა, რომელსაც ჩვენ 2020 წელს მე-11, მე-12 კლასებისთვის დავამტკიცებთ, იქნება ისეთი, როგორიც ბევრ მოწინავე ქვეყანაშია, მაგალითად ესტონეთში, ეს იქნება წინარე აკადემიური პროგრამა, რომელიც, ცხადია, მოამზადებს  ჩვენს ახალგაზრდებს“, – აცხადებს ირინა აბულაძე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი