logo_geo
თბილისის ზოოპარკი ბავშვებს 23 თებერვალს საკუთარ იუბილეზე ეპატიჟება
- +

20 თებერვალი. 2019. 19:42

 

თბილისის ზოოპარკი თებერვალში 92 წლის გახდა და ადმინისტრაცია იუბილეს ტრადიციულად ბავშვებთან ერთად, 23 თებერვალს სახალისო გასართობი პროგრამით აღნიშნავს.

 

დაგეგმილია მარიონეტების წარმოდგენა, საპნის ბუშტების შოუ და სხვა მრავალი აქტივობა ბავშვებისა და ანიმატორების ჩართულობით.

 

გასართობი ღონისძიებები 13:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

 

თბილისის ზოოპარკის ისტორია 1927 წლის 10 თებერვლიდან დაიწყო, როდესაც მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, აღნიშნული საზოგადოების ბაზაზე დაარსდა ზოოლოგიური პარკი და მას ვერეს ხეობაში 70-ჰა მიწის ფართობი გამოეყო.

 

დროთა განმავლობაში თბილისის ზოოპარკმა ბევრი და მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა.

 

 

 

 

big_banner
არქივი