logo_geo
6 წლის გოგონა, რომელსაც უკვე 23 მედალი აქვს
- +

21 თებერვალი. 2019. 14:46

 

 

გოგონა საოცარი შესაძლებლობებით საქართველოდან. ის 6 წლის არის და უკვე 23 მედალი აქვს, მათგან  13 ოქროა,  6 ვერცხლი,  4 კი ბრინჯაო. ეს ყველაფერი მან 2 წლის მანძილზე შეძლო.

 

მარიამ გაბრიაძე სპორტსმენია,  სპორტულ ტანვარჯიშს ეუფლება „ლაგუნა ვერეზე“.

 

მისი საერთაშორისო მწვრთნელი სოფიკო ბოდაველია, ხოლო ბატუტზე ხტომებში - სალომე ბოდაველი. დები ბოდაველები ყველაფერს აკეთებენ, რომ მარიამის შესაძლებლობები საქართველოს გასცდეს.

 

შორენა ჯოხაძე, მარიამის დედა: „უდიდეს მადლობას ვუხდი მარიამის მწვრთნელებს. მარიამი მათთან, „ლაგუნა ვერეზე“ 4 წლის ასაკში მივიყვანეთ. მარიამმა მალევე გამოავლინა და მას მერე ერთად მოდიან ბევრი წარმატებით.

 

მარიამი ძალიან ბევრს შრომობს, და იმედს ვიტოვებ, რომ დაუფასდება. უკვე სკოლის მოსწავლეა და თავის სკოლაში უკვე იმსახურებს დიდ სიყვარულს თავისი  კარგი სწავლით და საქციელით.

 

ამაყი ვარ, რომ ვარ მარიამ გაბრიაძის დედა. მე მაქვს ის სიმდიდრე,  რომელსაც ფულით ვერ იყიდი“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი