logo_geo
„ენგურჰესი“ წელს აღარ გაჩერდება
- +

22 თებერვალი. 2019. 12:10

 

„ენგურჰესი“ 2019 წელს აღარ გაჩერდება“, - ამის შესახებ bpn.ge-ს „ენგურჰესის“ დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა.

 

მისივე თქმით, მართალია, „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ის სამუშაოები, რაც ჰესის გაჩერებას გამოიწვევს, გადავადდა და სავარაუდოდ, 2020-2021 წლებში განხორციელდება. შესაბამისად, „ენგურჰესის“ გაჩერებაც 3-4 თვით სწორედ მომავალ წლებშია მოსალოდნელი.

 

„გაჩერება არ მოხდება წელს, სხვა სამუშაოები შესრულდება, თუმცა გაჩერებას რაც მოითხოვს - გვირაბის სარემონტო სამუშაოები, სავარაუდოდ, 2020-2021 წლებში განხორციელდება. მომზადების პროცესში ვართ, თუმცა 2021 წელს ნამდვილად არ გადასცდება. 28 მილიონი ევრო გამოიყო ამ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, თუმცა ზუსტი ბიუჯეტი სატენდერო პროცედურების დასრულების შემდეგ გვეცოდინება. ეს პროცედურები სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებში დასრულდება“, - აღნიშნა მებონიამ.

 

როგორც ცნობილია, საქართველო ოკუპირებულ აფხაზეთს დენს უფასოდ აწვდის. გაზრდილი მოხმარების ხარჯზე კი ზამთარში „ენგურჰესისა“ დ „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია თითქმის მთლიანად აფხაზეთს ხმარდება. ამის გამო ბოლო რამდენიმე წელია ამ პერიოდში აფხაზეთს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. შეზღუდვა წელსაც დაწესდა და 20 თებერვლიდან ყოველდღიურად, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება.

 

 

 

big_banner
არქივი