logo_geo
„ბოდიში“ - წამალი, რომელიც გატეხილ გულს ამთელებს
- +

22 თებერვალი. 2019. 18:01

 

 „ბოდიში რომ წამალი იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდა!“ საქართველოში ყველასთვის ნაცნობი ფრაზა დიზაინერმა სერგი დევრისაშვილმა, იმავე Derby-მ რეალობად აქცია და პროდუქტის კონცეფცია, ვიზუალური იდენტობა და დიზაინიც შემოგვთავაზა:

 

„მე მჯერა, რომ ბოდიშს შეუძლია გატეხილი გულის გამთელება. გადავწყვიტე, ჩემი ფანტაზია გადმომეტანა რეალობაში და მენახა, რა იქნებოდა, ბოდიში რომ წამალი იყოს და აფთიაქშიც იყიდებოდეს?“,  –  ამბობს სერგი დევრისაშვილი.

 

როგორც პროექტის აღწერაში ვკითხულობთ, „ბოდიში“ მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა აბსტრაქტული „ბოდიშის“ მატერიალურ სამყაროში გადმოტანა და ხელშესახებ ნივთად გადაქცევა. სანამ საქმე დიზაინზე მიდგებოდა, მანამდე თავად წამალი უნდა შექმნილიყო:

 

„ჩამოვაყალიბე წამლის დანიშნულება, პაციენტები, დადებითი და უკუჩვენებები, შემადგენლობა, გამოყენების წესი და გამოშვების ფორმა. ამას მოსდევდა მისთვის სწორი ფერების, სიმბოლოსა და ტიპოგრაფიის შეზავება. შეფუთვის დიზაინი განსხვავდება სხვა ბრტყელ ზედაპირებზე შესრულებული ნამუშევრებისგან, რადგან კოლოფი სამგანზომილებიანია და მისი ყველა წახნაგი ეფექტურად უნდა ამეთვისებინა“, – განაცხადა სერგი დევრისაშვილმა.

 

მედიკამენტის სისტემის ძირითადი ფერებია მუქი მწვანე და ღია აბრეშუმისფერი. როგორც სერგი ამბობს, მწვანე ფერსა და სიტყვა „ბოდიშს“ საერთო მახასიათებლები აქვთ: სიმშვიდე, გამოცოცხლება, ჰარმონია, ბუნებრიობა. რაც შეეხება ღია აბრეშუმისფერს, მისი თბილი ელფერი სრულყოფს სიტყვა „ბოდიშის“ ხასიათს, რომლის ატრიბუტი სითბოცაა.

 

„სიმბოლოს კონცეფცია ისევე მეტაფორულია, როგორც „ბოდიშის“ წამლის სახით არსებობა — „გახსნილი კაფსულა გატეხილ გულს ამთელებს“, – ამბობს სერგი დევრისაშვილი.

 

მედიკამენტის შესახებ

„მობოდიშების ერთადერთი მატერიალური გამოვლინებაც, რაც აზრად მომივიდა, ცრემლია“. წამლის შემადგენლობაშია: სინანულოზა, პროპილენ-წუხილი, კალიუმქლორიდი, ნატრიუმქლორიდი, კორტიზოლი, წყალი და იმუნოგლობინი A.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი