logo_geo
შალვა ამონაშვილი: ჰუმანურ პედაგოგიკას ბავშვი აღზრდიდან თვითაღზრდაში გადაჰყავს
- +

22 თებერვალი. 2019. 18:23

 

„აზროვნების აკადემია“,  პროექტის  „სალონური საუბრები“ ფარგლებში, სოციალურ ქსელში ცნობილი პედაგოგისა და აკადემიკოსის, შალვა ამონაშვილის ლექციიდან ამონარიდს აქვეყნებს, სადაც აკადემიკოსი ჰუმანურ პედაგოგიკაზე საუბრობს:

 

„რა არის ჰუმანური პედაგოგიკა. ეს ისეთი პროცესია, როდესაც დედას, მამას, ბებიას, პაპას, დიდი სიმშვიდით მიჰყავთ ბავშვი იმის გაგებამდე, რომ ის არის არსი, რომელიც უკვდავია ამ ცხოვრებაში. ის უფრო ძვირფასია, ვიდრე მთელი სამყარო. კლიმენტი ალექსანდრიელს აქვს ნათქვამი, მთელი დედამიწა არ ღირს არც ერთი ადამიანის სულად. სამყარო გადავა, სული არ გადავაო. შეგვიძლია, ჩვენ ძილის წინ, თუ დილით ადრე , სკოლაში, ან საბავშვო ბაღში წასვლამდე, ჩვენი ბავშვების ცნობიერება შევატრიალოთ სულიერი სამყაროსაკენ. თუ ეს გაკეთდა, ამას ჰქვია ჰუმანური პედაგოგიკა. თუ ეს გამოგვივიდა, ბავშვი კეთილიც გამოვა, ჰუმანურიც და მოყვარულიც. ის თვითონ დაიწყებს თავისი თავის აღზრდას. თუ თქვენ შეწყვიტეთ თქვენი თავის აღზრდა, ე.ი. გააჩერეთ თქვენი ცხოვრება. დიდებს ჰგონიათ, რომ გაიზარდნენ და ახლა პატარები უნდა გაზარდონ. არადა, გაზრდას არ აქვს დასასრული. თუ უკვე დიდი ვარ და დედამ დამაკლო აღზრდა, სკოლამაც ვერ მომცა, ვიღაცამ დამიმახინჯა, მოდი, თავად გამოვასწორო ჩემი ხასიათი –  ამას ჰქვია თვითაღზრდა. ჰუმანურ პედაგოგიკას ბავშვი აღზრდიდან თვითაღზრდაში გადაჰყავს“.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი