logo_geo
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური: არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა
- +

23 თებერვალი. 2019. 00:42

 

სსიპ  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი  ვლადიმერ იმნაძემ, უწყების თანამშრომლებთან ერთად, არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო

 


„დღეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 1 წელი შესრულდა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, უწყების თანამშრომლებთან ერთად, არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო და დაღუპული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო. 

 


რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი, 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, 2008 წლის ომში მონაწილეობისა და დივერსიის მოწყობის გეგმის ბრალდებით, გასული წლის 22 თებერვალს დააკავა, რის შემდეგაც ცხინვალის ციხეში, სასტიკი წამებით მოკლეს; თუმცა, სეპარატისტული რეჟიმი ამტკიცებდა, რომ არჩილის სიკვდილის მიზეზი, გულის უკმარისობა იყო. 

 


საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო მისიებთან ერთად, თითქმის 1 თვის განმავლობაში ცდილობდა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას, მაგრამ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, წინააღმდეგობას აწყდებოდა, დე-ფაქტო ხელისუფლება მიზეზად ექსპერტიზას ასახელებდა.

 

 არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, ოკუპირებული ტერიტორიიდან, გარდაცვალებიდან 26 დღის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. 


წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა  ,,ემპათიამ,’’ 2018 წლის 22 აგვისტოს, სტრასბურგში გააგზავნა სარჩელი ,,არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ’’; სარჩელთან ერთად, სტრასბურგში გაიგზავნა ცენტრის მიერ მომზადებული 87-გვერდიანი კომპლექსურ-კომისიური დასკვნა, სადაც წერია, რომ 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში წამებით მოკლეს.
არჩილ ტატუნაშვილი ახალგორიდან დევნილი იყო და მისი ოჯახი წილკანში ცხოვრობს“,-
აღნიშნულია  სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი