logo_geo
გადაუდებელი დახმარების ცენტრს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 4 სპეც-მანქანა გადასცა
- +

23 თებერვალი. 2019. 02:24

 

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ოთხი სპეც-მანქანა გადასცა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტი რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის გამოიყენება და მთიან რეგიონებში განაწილდება.

 

 სასწრაფო დახმარებისთვის გადასაცემი მანქანები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აღიჭურვა. 

 

 

 

 

big_banner
არქივი