logo_geo
ხულოში პნევმონიით 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
- +

23 თებერვალი. 2019. 15:09

 

 

ხულოში პნევმონიით 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ ხულოს ჰოსპიტალში დაფიქსირდა. ჰოსპიტალის მენეჯერის რუსლან აბულაძის განცხადებით, გოგონა დღის პირველ ნახევარში სუნთქვის უკმარისობით შეიყვანეს. პაციენტის რენტგენოგრაფიის შემდეგ კი რეანიმობილი გამოიძახეს, თუმცა, სამედიცინო ჩარევა დაგვიანებული აღმოჩნდა.

 

გარდაცვლილი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანადანაა. შემთხვევის შემდეგ, როგორც ხულოს ჰოსპიტალში განმარტავენ, მეზობლებმა პრევენციის მიზნით 9 ბავშვი მოათავსეს კლინიკაში. ამჟამად ყველა მათგანი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია  მოთავსებული.

 

„ბავშვი გუშინ შემოიყვანეს დღის 1 საათისთვის, გაუკეთდა რენტგენოგრაფია, რამაც დაადასტურა ანთება. რეანიმობილი გამოვიძახეთ, ამოსვლის შემდეგ გაუწიეს დახმარება, მაგრამ უშედეგოდ დამთავრდა. არ ვიცი, ღორის გრიპის შემთხვევა იყო თუ არა, პნევმონია დადასტურებულია. ბავშვი გარდაიცვალა და წაიყვანა ოჯახმა. გარდაცვალების შემდეგ მეზობლებმა, ვის ბავშვებსაც ახველებდა და სურდო ჰქონდა, შემოიყვანეს მდგომარეობის გამოსაკვლევად. მათი მოთხოვნის საფუძველზე გადავიყვანეთ ბათუმის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში. 9-ვე ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა რუსლან აბულაძემ.

 

 

big_banner
არქივი