logo_geo
ქალი მანდატურის ცემის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს
- +

23 თებერვალი. 2019. 17:32

 

 

კაცი, რომელმაც მანდატურ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაკავებულია. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, ინციდენტის დროს ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და კაცი ადგილზე დააკავეს. 

 

საქმე აღძრულია 126- მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს, პირი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით. გრძელდება გამოძიება", - გვითხრეს შსს-ში.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, 22 თებერვალს გლდანი-ნაძალადევის რაიონში მდებარე 48-ე საჯარო სკოლის მანდატური ქალი ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა სცემა. „პრაიმტაიმს“ მე-5 საავადმყოფოს რეგისტრატურაში განუცხადეს, რომ დაშავებული კლინიკიდან 17:00 საათისთვის გაწერეს. როგორც კლინიკაში ამბობენ, ქალმა დაწესებულებაში დაახლოებით ერთი საათი დაჰყო და მას ფეხის დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.

მანდატურის სამსახურში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ ინციდენტი, რა დროსაც მანდატური ქალი დაშავდა, სკოლის გარე პერიმეტრზე მოხდა და მანდატურს შეურაცხყოფა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა მიაყენა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი