logo_geo
გია მაისაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა - „სიცოცხლე... ჩვენი სიკვდილის შემდეგაც იცოცხლებს“
- +

26 თებერვალი. 2019. 14:16

დღეს გია მაისაშვილის (1962-2018) გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. პოლიტიკოსი და ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 56 წლის ასაკში, აშშ-ში გარდაიცვალა.

 

სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში პოლიტიკოსი ხშირად მოუწოდებდა საზოგადოებას სიმშვიდისკენ, ღმერთის სიყვარულისკენ  და ამავე დროს, თავისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციებს სოციალურ ქსელში აქვეყნებდა: 

 

„ეს ცხოვრება დღემდე ისე გამივლია, გულს ღალატი არასოდეს გაუვლია, ვლოცულობდი მეგობრობის და სიყვარულის ღმერთს და ამიტომ სიყვარული თქვენც!!ამიტომაც, სიყვარულს წამოვუდგეთ ფეხზე და სხვა რამეზე ნუ დავკარგავთ დროს, სიყვარული ყველას, თქვენ!!!

 

გენერალური შეტაკება გამარჯვებით დასრულდა, წინ დიდი მიზნებია და საბოლოო გამარჯვება! სიცოცხლემ სულ სხვა საზრისი შეიძინა, არა მატერიალური, ახლა მთავარი ისაა, რაც ჩვენი სიკვდილის შემდეგაც იცოცხლებს“, - წერდა გია მაისაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ მაისაშვილმა, 2007 წელს დააფუძნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - „მომავლის პარტია“. მონაწილეობას იღებდა, 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში.   

 

პოლიტიკოსი, სიცოცხლის ბოლო წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა.

 

გია მაისაშვილი 2018 წლის 26 თებერვალს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. რის შემდეგაც, ქართველი მოღვაწე, პედაგოგი და მწერალი, საქართველოში ჩამოასვენეს. მაისაშვილი, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი