logo_geo
„Thrillist“ : საქართველომ ბოლო პერიოდში ტრანსფორმაცია განიცადა, ქვეყანაში დაამარცხეს კრიმინალი
- +

28 თებერვალი. 2019. 01:37

 

 

ამერიკულმა გამოცემამ – „Thrillist“  საქართველო 2019 წლის 20 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. გამოქვეყნებულ რეიტინგს თან ახლავს ჟურნალისტის სტატია, რომელიც ქვეყანის ტურისტულ პოტენციალსა და ამ მხრივ მის უნიკალურობას ეხება.

 

 მსოფლიოში ცნობილი გამოცემის ჟურნალისტმა ბენჯამინ კემპერმა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა და ტურიზმის მიმართულებით საქართველოში არსებული სიტუაცია შეაფასა. მათ შორის ჟურნალისტი წერს, რომ საქართველოში ტურისტებს შეუძლიათ უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, რადგან ბოლო პერიოდში ქვეყანამ ტრანსფორმაცია განიცადა და კრიმინალი დაამარცხა.

 

„საქართველომ ბოლო პერიოდში ტრანსფორმაცია განიცადა, ქვეყანაში დაამარცხეს კრიმინალი, ააშენეს გზები, ახალი აეროპორტები, საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაცია დაიწყო. რა არის დღეს საქართველოში ყველაზე საშიში? ეს ჭაჭაა, მაღალგრადუსიანი სასმელი, რომლის გასინჯვასაც ადგილობრივები ყველგან გთავაზობენ.“ – წერს ბეჯმამინ კემპერი.

 

აღსანიშნავია, რომ „Thrillist“ -ს თვეში 20 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს და ის ამერიკელ ტურისტებს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობას ურჩევს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი