logo_geo
დავით კირკიტაძე და მარიამ ახობაძე ციხეში ქორწინდებიან
- +

28 თებერვალი. 2019. 16:42

 

ამ წუთებში „მატროსოვის ციხეში“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე და მარიამ ახობაძე ქორწინდებიან. პატარძალი რამდენიმე წუთის წინ „მატროსოვის ციხეში“ შევიდა.

 

პოლიტიკოსის და ახლა უკვე პატიმრის რჩეული 27 წლის მარიამ ახობაძე, ერთ-ერთი ესთეტიკური ცენტრის გაყიდვების დირექტორია. წყვილის მეჯვარეები სასჯელაღსრულების თანამშრომლები იქნებიან.

 

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძე სასჯელაღსრულების მეცხრე, ე.წ. მატროსოვის ციხეში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

 

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ დავით კირკიტაძესთვის ეს მეორე ქორწინებაა. მისი პირველი მეუღლე ტელეწამყვანი და „ბარამბოს“ პიარმენეჯერი სალომე წაქაძე იყო.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი