logo_geo
საქართველოში 18 სკოლის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა
- +

28 თებერვალი. 2019. 22:19

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, 29 სკოლიდან 18 სკოლაზე პროექტირებისა და მშენებლობის ტენდერი უკვე გამოცხადდა.

 

მათივე ინფორმაციით, ტენდერი 5 რეგიონში ასაშენებელ სკოლებზე გამოცხადდა.

 

 ეს სკოლებია: ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორას საჯარო სკოლა, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორთუბნის საჯარო სკოლა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლა, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალის საჯარო სკოლა, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთარაშენის საჯარო სკოლა.

 

ახალ სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება და სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას. ყველა სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

 

გარდა ახალი სკოლების მშენებლობისა, მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, დაგეგმილი აქვს ათეულობით სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი