logo_geo
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებული 210 ქალბატონი, დედის დღესთან დაკავშირებით, ფასიანი საჩუქრებით წაახალისეს
- +

4 მარტი. 2019. 17:59

 

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებული 210 ქალბატონი, დედის დღესთან დაკავშირებით, ფასიანი საჩუქრებით წაახალისეს. 7600 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ნივთები მათთვის პროფკავშირულმა ორგანიზაცია „სამთომეტალმა“ შეიძინა და ქარხნის ხელმძღვანელობასთან ერთად გადასცა.

 

„ქარხანაში, სადაც ქალბატონები, ყოველდღიურად, თავდაუზოგავად შრომობენ მეტალურგებთან ერთად და მამაკაცებზე არანაკლებ იღვწიან პროდუქციის ხარისხისათვის, ჩვენგან არა მხოლოდ მარტში, ყოველდღიურად იმსახურებენ დაფასებასა და გულითად მადლობას.

 

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ფეროშენადნობთა ქარხანაში წარმოუდგენელი იქნებოდა ნებისმიერი მნიშვნელოვანი საწარმოო პროექტის განხორციელება მათი ჩართულობის გარეშე. მინდა, ყველა ქალბატონს მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი დღე და ქალურ ბედნიერებასთან ერთად ვუსურვო წინსვლა პროფესიულ საქმიანობაში“, - განაცხადა ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილ გველესიანმა.

 

„მარტის თვის ქალთა დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციული აქცია გაიმართა, რომელსაც ჩვენი პროფკავშირული ორგანიზაცია ყოველწლიურად ახორციელებს. წლევანდელი დედის დღისთვის განსაკუთრებულად მოვემზადეთ, ქალბატონებს საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად პერსონალური მისალოცი ბარათებიც გადავეცით, სადაც ჩვენი გულწრფელი სურვილები განვათავსეთ. ვფიქრობ, ეს კარგი სახსოვარი იქნება მათთვის“, - განაცხადა „სამთომეტალის“ ხელმძღვანელმა გოგი გოგიაშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი