logo_geo
აპრილიდან დასაქმების სახელმწიფო სამსახური იქმნება
- +

4 მარტი. 2019. 18:21

 

2019 წლის აპრილიდან, დასაქმების სახელმწიფო სამსახური იქმნება. „რადიო იმედის“ დილის არხის ეთერში სოციალური მომსახურების სააგენტოს, დასაქმების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა განაცხადა, რომ ახალი სამსახური კვლავ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქოლგის ქვეშ იქნება, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოს აღარ დაექვემდებარება.

 

ახალი სამსახურის მეშვეობით მთელი, საქართველოს მასშტაბით, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იქნება დასაქმების სახელმწიფო სერვისები.

 

„დასაქმების აგენტები და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები დაინტერესებულ პირებს დაეხმარებიან სამუშაოს პოვნაში, უფრო გაფართოვდება სამსახურის ფუნქციები, თუმცა პრინციპი რჩება იგივე – დასაქმების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე worknet.gov.ge,- განაცხადა ბაზერაშვილმა.

 

მისივე თქმით 5 წლის განმავლობაში სახელმწიფოს ხელშეწყობით 5000 ათასამდე ადამიანი დასაქმდა, განსაკუთრებით მოიმატა სტატისტიკამ 2018 წელს -1888 ადამიანი. ბაზერაშვილი იმედოვნებს, რომ ახალი სტრუქტურა ამ მაჩვენებელს კიდევ უფრო გაზრდის.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი