logo_geo
კულტურის სამინისტრომ გივი სიხარულიძეს „ხელოვნების ქურუმის“ ჯილდო გადასცა
- +

5 მარტი. 2019. 17:08

 

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, მსახიობ გივი სიხარულიძეს, „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიანიჭა. ჯილდო, სიხარულიძეს, ბათუმში გამართულ საიუბილეო საღამოზე გადასცეს.

 

სცენაზე, ჯილდოს გადასაცემად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ინგა შამილიშვილი ავიდა. რომელმაც გივი სიხარულიძეს „ხელოვნების ქურუმის“ ჯილდოსთან ერთად საპატიო სიგელი  პირადად გადასცა.

 

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გივი სიხარულიძის საიუბილეო საღამო 1 მარტს გაიმართა. საღამოს ორგანიზატორი აჭარის ვეტერან ქორეოგრაფთა კავშირი იყო.

 

გამოცემა - „ბათუმელები“ კომენტარისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც სტატიაში განმარტავენ, აინტერესებთ, კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებული ჯილდო ვის და რა დამსახურებისთვის გადაეცემა, თუმცა ჯერ-ჯერობით, კომენტარი უცნობია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი