logo_geo
დავით სერგეენკო: 2020 წელს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შეწყვეტის რისკი არსებობს
- +

6 მარტი. 2019. 12:09

 

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის 2020 წელს შეწყვეტის რისკი არსებობს.

 

სერგეენკოს ინფორმაციით, ელიმინაციის მიზნები 2020 წლამდეა გაწერილი, თუმცა მედიკამენტების მომწოდებელ ფარმაცევტულ კომპანიასთან უფრო ხანგრძლივი ხელშეკრულებაა დადებული.

 

„ფორმალურად კონტრაქტში ასეა - ელიმინაციის მიზნები 2020 წლამდეა გაწერილი. ფარმაცევტულ კომპანიასთან ხელშეკრულება უფრო ხანგრძლივია, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად მეტი ადამიანი ჩაერთვება, რომ 2020 წლისთვის მკაფიო შედეგები გვქონდეს. მე ვერ დავადასტურებ, რომ ეს ხისტად შეწყდება, მაგრამ ამის რისკი ალბათ, არსებობს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

მინისტრის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უკვე 125 000-მა პირმა იმკურნალა.

 

„პროექტი წარმატებულად მიმდინარეობს, მაგრამ დღის განმავლობაში ჩართული პაციენტების რაოდენობასთან დაკავშირებით არის შესაძლებლობა, რომ 3-ჯერ ან 4-ჯერ მეტი იყოს, რომ ეს პროექტი სწორად და გართულებების გარეშე დავამთავროთ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენონ. მიზნები არის, რომ მათ 90%-ს ჩაუტარდეს სკრინინგი და მინიმუმ 90% სკრინინგში ჩაერთოს. ვინც ჩაერთვება, მათგან მინიმუმ 95% გამოჯანმრთელდეს. გამოჯანმრთელების ბოლო მაჩვენებელი 98%-ია, ანუ ბევრად უფრო კარგი. ჩართულობის მიხედვით გამოდის, რომ დაახლოებით, 125 000 ადამიანს უკვე ვუმკურნალეთ, ახლა დაახლოებით 50 000-მდე გვყავს, ვისაც მკურნალობა სჭირდება, ადრეული სტადია აქვთ და სიმპტომები არ აწუხებთ, ამიტომ ნაკლებად ერთვებიან პროგრამაში“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

 

 

big_banner
არქივი