logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: სტუდენტების სახით საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიდი ადამიანური კაპიტალი ჰყავს
- +

6 მარტი. 2019. 13:14

 

საქართველოს პრეზიდენტმა პირველი საპარლამენტო გამოსვლისას დიასპორა რეგიონებთან და კულტურასთან ერთად, მისი საქმიანობის პრიორიტეტად დაასახელა.

 

„საზღვარგარეთ ვიზიტების დროს შევხვდი ჩვენს სტუდენტებსა და ემიგრანტებს. ემიგრანტებისთვის, განსაკუთრებით საზღვარგარეთ დაბადებული თაობისთვის, სამშობლოსთან კავშირის შესანარჩუნებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოქალაქის სტატუსს.

 

უნდა აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრაქტიკაში, სამწუხაროდ, ჯერ არ არის ისე გამარტივებული, როგორც ამას ელოდებოდნენ. ახლა იუსტიციის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ, რათა უფრო გამარტივდეს მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნების პროცედურები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს საზღვარგარეთის ქვეყნებში სტუდენტების სახით დიდი ადამიანური კაპიტალი ჰყავს.

 

„მათ ყველა ვიზიტის ფარგლებში ვხვდები. ჩვენი მოვალეობაა, რომ ერთი მხრივ, შევუქმნათ სამშობლოში დაბრუნების ღირსეული პირობები, მეორე მხრივ კი, წასვლამდე მივაწოდოთ წინასწარი ინფორმაცია სამომავლოდ ქვეყანაში მოთხოვნადი სპეციალობების შესახებ, რათა არსებულ ბაზარზე ააწყონ თავიანთი პროფესიული გეგმები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი