logo_geo
ჰააგაში საფეხმავლო ბილიკს ქართული ანდაზა ამშვენებს
- +

7 მარტი. 2019. 02:38

 

ექსკლუზიურად „პრაიმტაიმს“ ჰააგიდან სასიამოვნო ინფორმაციას აწვდიან. როგორც აღმოჩნდა, გუშინ, 5 მარტს, ჰააგაში სავალი გზა გაიხსნა. საფეხმავლო ბილიკს ამშვენებს ანდაზები, მათშორის ქართულ ენაზე ამოტვიფრტული, ქართული ანდაზა "ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო".

 

მართალია, სასწავლო პროგრამით ჰააგაში მყოფ ქართველ სტუდენტს, სოსო ახვლედიანს ურემი არ გადაბრუნებია, მაგრამ სრულიად შემთხვევით გზა აღმოაჩინა და უფრო მეტიც, სავალ ბილიკზე მშობლიური წარწერა და ალბათ, აქამდე არაერთხელ გაგონილი ანდაზაც ამოიკითხა.

 

ჰააგის ერთ-ერთ უბანში, wagenstraat-ის ქუჩაზე, ცენტრალურ ადგილას, ახლადგახსნილი გზის ტროტუარს ქართულ ენაზე ამოტვიფრული ანდაზა ამშვენებს: "ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო". იდეა „ლაიდენის“ უნივერსიტეტის ლინგვისტიკის პროფესორმა, ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადემ 33 ენაზე 33 ანდაზა შეაგროვა. პროფესორს სურდა, რომ მის უბანში ტროტუარზე ყველა იმ ენაზე ყოფილიყო წარწერა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ინტერნაციონალურ ქალაქში, ჰააგაში ხშირად ისმის. ასე მოხვდა ქართული ანდაზა ჰააგის ცენტრალურ უბანში. ლინგვისტი ინიციატორის იდეა მოიწონეს ქალაქის მერიაში და ერთწლიანი სამუშაოების შემდეგ, 5 მარტს, საზეიმო ვითარებაში, პროექტი ფართო საზოგადოებას წარუდგინეს“, - თქვა სოსო ახვლედიანმა.

 

- როგორ აღმოჩინდით ამ უბანში და როგორ მიაკვლიეთ იდეის ავტორს?

 

„საქართველოდან აქ სასწავლო პროგრამით ხუთი ქართველი სტუდენტი ვართ. სეირნობისას შემთხვევით აღმოვაჩინეთ ტროტუარზე ჩვენს ენაზე ამოტვიფრული ანდაზა. რა თქმა უნდა დავინტერესდით, როგორ გაჩნდა. დახმარებისთვის ჩვენს ლექტორს მივმართეთ, დარეკა ქალაქის მერიაში და გავიგეთ ინიციატორის ვინაობა. რა თქმა უნდა, დიდი სიამაყის განცდა იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის. ყველას თვალები გვიბრწინავდა. დიდი სიხარულით დავყურებდით გზის იმ ნაწილს, სადაც ჩვენი ანდაზაა დატანილი“, - აღნიშნა სოსო ახვლედიანმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი