logo_geo
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 1 409 მიუსაფარი ბავშვია აღრიცხული
- +

7 მარტი. 2019. 12:05

 

 

„2014-2017 წლებში სოციალური მომსახურების სააგენტომ საქართველოში 1409 მიუსაფარი ბავშვი აღრიცხა“, - ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

 

სააგენტო ინფორმაციით, აღნიშნული ბავშვებიდან, 416-მა ბავშვმა, შეავსო ანკეტა იმის ნიშნად, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მომსახურების მიღება სურს.

 

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, სახელმწიფოს დაფინანსებით სულ 6 დღის ცენტრი და 6 თავშესაფარი ფუნქციონირებს. 2018 წლის მონაცემებით, დღის ცენტრში სახელმწიფოს მომსახურებას 280 ბავშვი იღებდა, თავშესაფარში კი 86 იმყოფებოდა.

 

სააგენტოში აცხადებენ, რომ ზუსტი მონაცემები, ამჟამად საქართველოში რამდენი მიუსაფარი ბავშვია, არ არსებობს, რადგან წელს შესაბამისი კვლევა არ ჩატარებულა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი