logo_geo
პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქალებისათვის სასწავლო კურსი - „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“ იწყება
- +

7 მარტი. 2019. 17:42

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, პანკისის ხეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ხეობაში მცხოვრები ქალებისათვის სასწავლო კურსი „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“ იწყება.

 

სასწავლო კურსის მიზანი ქალების სამეწარმეო უნარების ამაღლება - თეორიული ცოდნისა და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერებაა.

 

„კურსი ინტერაქტიულ ლექციებსა და პრაქტიკულ დავალებებს მოიცავს. სასწავლო კურსის თემებია: ახალი ბიზნეს იდეის ჩამოყალიბება, ბაზრის ანალიზი და სფეროების მიხედვით დაყოფა, მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის დაგეგმვა, ბიზნეს -მოდელირება, კომერციალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, ფინანსური დოკუმენტებისა და დაფინანსების წყაროების დაგეგმვა და საინვესტიციო პრეზენტაციის მომზადება. კურსის ბოლოს სხვადასხვა კატეგორიის სერტიფიკატი გაიცემა.

 

პროექტი სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება“, - ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

big_banner
არქივი