logo_geo
ბექა დვალმა საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წაიკითხა
- +

7 მარტი. 2019. 20:55

 

 

იოჰანესბურგში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,  საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად სამხრეთ აფრიკის მსხვილ საფინანსო-სამრეწველო ცენტრში ღონისძიება გაიმართა.  ღონისძიებაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა დამსწრე საზოგადოებას  პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად ისაუბრა საქართველოს კურორტების, ინფრასტრუქტურის, უსაფრთხო გარემოსა და საქართველოს, როგორც ახალი და სწრაფად განვითარებადი ტურისტული მიმართულების შესახებ.

 

ღონისძიებას, რომელიც აფრიკის სამხრეთის რეგიონის და საქართველოს სავაჭრო პალატის და სამხრეთ აფრიკული კომპანიის „მარშრუტი გლობალის“ მხარდაჭერით გაიმართა , ესწრებოდნენ  სამხრეთ აფრიკული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, ასევე, აფრიკის სამხრეთის რეგიონის და საქართველოს სავაჭრო პალატის წევრები.

 

 

big_banner
არქივი