logo_geo
ვიცე-მერი: საცავებში შენახული ოქრო-ვერცხლი დაზიანებული არ არის
- +

30 იანვარი. 2017. 16:50



თბილისის ვიცე-მერის ლაშა აბაშიძის ინფორმაციით, „ბავშვთა სამყაროს" ტერიტორია, სადაც საცავებია განთავსებული, სპეციალურმა ჯგუფმა შეამოწმა და დაადასტურა, რომ საცავებში შენახული ოქრო-ვერცხლი დაზიანებული არ არის.

 

„შესული იყო ჯგუფი, რომელმაც დაათვალიერა ყველაზე ფასეული ოქრო-ვერცხლი. ჯგუფმა დაადასტურა, რომ სეიფები, სადაც ეს ნივთებია შენახული, არ არის დაზიანებული.ახლა შევა მეორე ჯგუფი და გადაწყდება, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გამოტანა", - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

 



 

big_banner
არქივი