logo_geo
მიხეილ ბატიაშვილი: თუ ვერ შევცვალეთ მიდგომები, სწავლებაში წარმატებას ვერ მივაღწევთ
- +

9 მარტი. 2019. 23:11

„ყურადღება ყველა სფეროს სჭირდება, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სკოლა და სკოლის განათლება, რომელიც მეტ რესურსს ითხოვს“, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

 

„ყველაფერი გაწერილია და ვიცით სად დაიწყება ცვლილებები. თუ ვერ შევცვალეთ მიდგომები, სწავლებაში წარმატებას ვერ მივაღწევთ. საჭიროა მოსწავლეების მეტი ჩართულობა“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა და მაგალითად მოიყვანა ლადო აფხაზავას  თანამედროვე მიდგომები, რომელიც საუკეთესო მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ერთ-ერთი კანდიდატია.

 

ბატიაშვილის თქმით, საუკეთესო ინვესტიცია ნებისმიერი ქვეყნისთვის არის განათლება, რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი შედეგი აქვს.

 

„ნებისმიერი ლარი, დოლარის ჩადება, ყველაზე მეტ უკუგებას იძლევა“, - ამბობს განათლების მინისტრი.

 

2022 წლისთვის საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედი განათლების სფეროზე დაიხარჯება. 2019 წლის ბიუჯეტში, განათლების სექტორზე 1, 6 მილიარდი ლარი იქნება გათვალისწინებული, 2022 წელს კი მშპ-ს 6%-ს გაუტოლდება.

 

 

big_banner
არქივი