logo_geo
20 ოქრო, 10 ვერცხლი და 8 ბრინჯაო - დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების წარმატება კალიფორნიაში
- +

10 მარტი. 2019. 19:09

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების  12 დაჭრილი ჯარისკაცი კალიფორნიაში, საზღვაო ქვეითების 2019 წლის ჩემპიონატში მონაწილეობდა. ერთმანეთს შვიდი ქვეყნის წარმომადგენელი დაახლოებით 200 მონაწილე სპორტის რვა სახეობაში ეჯიბრებოდა.  ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ წერს.

 

ქართველმა ჯარისკაცებმა 38 მედალი მოიპოვეს, აქედან 20 ოქრო, 10 ვერცხლი და 8 ბრინჯაო. საქართველოს წარმომადგენელი სპორტსმენები შვიდ ტურნირში მონაწილეობდნენ. კალათბურთის ფინალურ მატჩში, მათ ამერიკის გუნდი დაამარცხეს და წლის ჩემპიონები გახდნენ. მათ ასევე: მშვილდოსნობაში, ცურვაში, ნიჩბოსნობაში, ეტლით სირბილში, ველოსპორტსა და მიზანში სროლაში იასპარეზეს.

 

დაჭრილი ჯარისკაცები საქართველოში 12 მარტს, გამთენიისას დაბრუნდებიან. 2019 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა, ამერიკის საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ სპორტულ ღონისძიებაში მეხუთედ მიიღეს მონაწილეობა. შარშან მათ ჯამში 20 მედალი მოიპოვეს.

 

ქართველმა ჯარისკაცებმა 2019 წლის თამაშები შემდეგი შედეგებით დაამთავრეს:

ჯონი თოფურია – 5 ოქრო

რეზო გორგაძე – 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო

ახმედ საფაროვი – 3 ოქრო, 1 ბრინჯაო

ალუდა სეთურიძე – 2 ოქრო, 2 ბრინჯაო

ალიკა გითოლენდია – 1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო

გოგიტა ხოზრევანიძე – 1 ოქრო, 1 ვერცხლი

დავით ნარეშელაშვილი – 1 ოქრო, 1 ბრინჯაო

გრიგოლ მინაგორაშვილი – 1 ოქრო

გუგა ჩიმახიძე – 1 ოქრო

ჯიმშერ ჩხენკელი – 1 ოქრო

არჩილ აბულაძე – 1 ოქრო

ლაშა სურმანიძე – 3 ვერცხლი

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი