logo_geo
მართვის მოწმობის აღების მსურველებს გამოცდის ჩაბარება რეალურ მოძრაობაში მოუწევთ
- +

10 მარტი. 2019. 22:11

 

მთავრობამ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

 

გეგმაში გაწერილია სხვადასხვა აქტივობები, რომელთა განხორციელებაც შესაბამის უწყებებს, გეგმით განსაზღვრულ ვადებში ევალებათ. მათ შორის, მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში საუბარია, მართვის მოწმობის რეალურ მოძრაობაში გადატანის საკითხზეც.

 

გეგმის თანახმად, გამოცდის რეალურ მოძრაობაში გატანის საკითხი მიმდინარე წლის 1-ელ - მე-3 კვარტალში უნდა გადაწყდეს. ამასთან, დოკუმენტში გაწერილია მუნიციპალიტეტები, თუ სად ჩატარდება აღნიშნული გამოცდა. ეს ადგილებია: რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი და ბათუმი. საპროგნოზო ბიუჯეტი კი 1 600 000 ლარია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი