logo_geo
კინოსა და თეატრის მსახიობი ია ხობუა გარდაიცვალა
- +

11 მარტი. 2019. 15:18

 

 

კინოსა და თეატრის მსახიობი, სახალხო არტისტი ია ხობუა 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ია ხობუა 1938 წლის 26 ივლისს ქალაქ ბათუმში დაიბადა და მაყურებელს თავი არაერთი სპექტაკლითა და კინოროლით დაამახსოვრა.

 

ქართულ კინოში შემოქმედებითი საქმიანობა 1958 წელს დაიწყო. შესრულებული აქვს როლები ფილმებში: „ნატვრის ხე“, „დათა თუთაშხია“, „ძაღლი“, „ფიროსმანი“, „ფატიმა“;  სპექტაკლებში: „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“, „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ და ასევე  სხვა  ცნობილ ფილმებსა თუ სპექტაკლებში.

 

ია ხობუა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახლდათ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი