logo_geo
ბაკურციხე-თბილისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
- +

11 მარტი. 2019. 18:05

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხესთან, ბაკურციხე-თბილისის ავტომაგისტრალზე სატვირთო ავტომანქანა გადაბრუნდა.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, ჩაით დატვირთული ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა.

 

ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მაშველები. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

ავტომაგისტრალზე მოძრაობას პოლიცია არეგულირებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი