logo_geo
„New York Times“-მა ქართული რესტორნის შესახებ სტატია გამოაქვეყნა
- +

11 მარტი. 2019. 18:36

 

 

ამერიკულმა გამოცემა „The New York Times“-მა, აშშ-ში მდებარე ქართული რესტორნის „Oda House“-ს შესახებ სტატია გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი მარიან ბული ქართული ტრადიციული კერძების შესახებ ვრცლად წერს და მკითხველს მათი მირთმევის წესებსაც აცნობს.

 

„თქვენ ხინკალი თეფშზე წვეთის დაუღვრელად უნდა მიირთვათ“, - წერს ჟურნალისტი. სტატიაში ასევე საუბარია იმერული და აჭარული ხაჭაპურის, ბადრიჯნის ფხალის, გუდის ყველის, შქმერულისა და ჩანახის მომზადების წესებზე.

 

შენობის ინტერიერი ფიროსმანის ნახატებით არის გაფორმებული. რესტორანი ბრუკლინში 2001 წელს გაიხსნა.

 

 

big_banner
არქივი