logo_geo
სტატისტიკის მიხედვით საქართველოში, სპორტში ჩართული ადამიანების რიცხვი გაიზარდა
- +

11 მარტი. 2019. 21:07

 

 

ქართული სპორტის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში სპორტში ჩართულ პირთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა.

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყანაში 171,663 სპორტსმენი, 6,900 მწვრთნელი და 2,739 მსაჯი არის, საიდანაც კაცი სპორტსმენების ხვედრითი წილი 77%, ხოლო ქალი სპორტსმენების წილი 23% არის.

 

სპორტში ჩართული ადამიანების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები სახელდება, რაც ძირითადად ბიუჯეტის ზრდაში გამოიხატა.

 

გაზრდილია პარასპორტის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტების რაოდენობაც. პარასპორტსმენთა საერთო რაოდენობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 8-ჯერ გაიზარდა და 954 შეადგინა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი